03/08/2023
14:25
პოლიტიკა
თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, 2020 წლის არჩევნების შემდეგ გაყალბებული ISFED-ის კვლევებით ცდილობდნენ ხელისუფლების შეცვლას არეულობის გზით.
„იდგმებოდა მიზანმიმართული ნაბიჯები იმისთვის, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეცვლილიყო როგორმე, თუნდაც იმ გაყალბებული ISFED-ის კვლევებით. ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს იყო გაყალბებული და მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გამოააშკარავეს აღნიშნული გაყალბებული კვლევა, თქვენ მოისმინეთ რაიმე განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ბოდიში მოეხადა ვინმეს რომ ეს იყო უდიდესი შეცდომა?! ვინ აფინანსებდა, საიდან მოდიოდა ეს დაფინანსება - ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება. ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობა მოეწყოთ, დაპირისპირება მომხდარიყო, ჩამოეგდოთ ხელისუფლება ყველანაირი მეთოდით. მზად არიან დღესაც მოახდინონ ეს ყველაფერი, მაგრამ არავის არაფერი გამოუვა“, - განაცხადა კალაძემ.
დონალდ ტრამპის ბრალდებაზე, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს იხსენებენ, რა დროსაც ადგილი ჰქონდა პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებას. „ისფედი“ არჩევნებიდან რამდენიმე დღეში მმართველი გუნდის ლიდერებმა ამხილეს.
0
0