
ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი პოლონელ ექიმ, არტურ ზაჩინსკისთან დაკავშირებულ ინციდენტს გამოეხმაურა:
,,სხვას რომ თეთრი ხალათის ჯიბეში ჩაუცურებდნენ წითელ თუმნიანს, არტურა ექიმი ფეხს ფეხზე გადაიდებდა და თეთრ “ნასკში” უკუჭავდნენ.
ახლა არ მითხრათ, პოლონეთში წითელ თუმნიანს როგორ ჩაუკუჭავდნენო!
ძალიანაც კარგად, – წითელი თუმნიანი სოციალისტურ პოლონეთში კი არა, კაპიტალისტურ ქვეყნებშიც “ჭრიდა”!
მას შემდეგ მიეჩვია ყველაფრის “ნასკში” ჩადებას!” - წერს მძინარაშვილი.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებგანცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას. პენიტენციურმა სამსახურმა ინციდენტის ამსახველი კადრებიც გაავრცელა.
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025