ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ნდობას უცხადებს, თუმცა ამბობს, რომ მისი შვილის საბოლოო განკურნების ნიშნებს ვერ ხედავს.
„დღეში ორჯერ დავდივარ და ყოველთვის იგივე მდგომარეობაში მხვდება. ყველაფერი, რაც წერია იქ, სწორია, უბრალოდ, საქმე ის არის, რომ წელიწადი და ცხრა თვეა თითქმის, „ვივა მედში“ არის მოთავსებული. სრულიად უდანაშაულო ადამიანი არის ციხეში, რაც თავისთავად არის წამება და არავითარი ნიშნები საიმისო, რომ განიკურნება ეს ადამიანი, არ ჩანს ჯერჯერობით. მე მასთან არ მილაპარაკია ამ დასკვნის შესახებ, მაგრამ დასკვნა ის არის, რასაც მე ვხედავ ყოველდღე. ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები არიან ის ექიმები, რომლებიც დადიან. რა თქმა უნდა, სანდოა ეს ყველაფერი, მაგრამ არ არის ჩემთვის არანაირი ნუგეში და იმედი. ვხედავ, რომ მას მისჯილი აქვს ნელი სიკვდილი“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
როგორც ცნობილია, სახალხო დამცველთან არსებულმა კონსილიუმმა დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით მყარი დადებითი პროგნოზის გაკეთების საშუალებას არ იძლევა.
0
0