
მარტში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა წლიურად 3.9%-ით, 291.9 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა – 8.5%-ით, 32.1 მლნ აშშ დოლარამდე, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.
ეროვნული ბანკის ცნობით, ევროკავშირიდან მიღებული ფულადი გზავნილები 12.3%-ით, 131.5 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა და, პრაქტიკულად, რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების კლება დააბალანსა.
„რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები წლიურად 29.1%-ით, 37.8 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა, თუმცა 21.7%-ით ზრდას განაგრძობდა აშშ-დან მიღებული გზავნილები. ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (45.1%), აშშ (18.8%) და რუსეთი (13.0%) წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0