21/11/2024
22:51
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იოავ გალანტი გმობს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ ამით სასამართლო ხელს უწყობს მკვლელობას.
„ამ გადაწყვეტილებით მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ერთად დააყენა, გაათანაბრა ისრაელი და „ჰამასი“ და აკანონებს ჩვილების მკვლელობას, ქალების გაუპატიურებას, მოხუცების გატაცებას მათი საწოლებიდან“, – წერს გალანტი სოციალურ ქსელში.
გალანტის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება „ქმნის სახიფათო პრეცედენტს თავდაცვისა და მორალური ომის უფლების წინააღმდეგ, ხელს უწყობს ტერორიზმს“. გალანტმა ასევე აღნიშნა, რომ ამაყია თავისი როლით, რთულ პერიოდში ისრაელის თავდაცვის ძალებისთვის ხელმძღვანელობით.
ცნობისთვის, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ბენიამინ ნეთანიაჰუს, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერი გასცა.
0
0