23/02/2022
14:09
პოლიტიკა
ამავე კითხვაზე პაპუაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ რაც უფრო ნაკლებ ყურადღებას დავუთმობთ “ასეთ საკითხებს“, ჯანსაღი დისკუსიისთვის მით უფრო კარგი იქნება.
“როგორი გამოწვევების წინაშე დგას საქართველო, როგორი გამოწვევის წინაშეა უკრაინა, რომლის მოქალაქეც მიხეილ სააკაშვილია და რა თემებით სურს “ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური დისკუსია... პატიმრის სამედიცინო მომსახურებას პენიტენციური სისტემა უზრუნველყოფს. ეს ჩვენს ქვეყანაში გამართულია. ყველა პატიმარი სათანადო სამედიცინო მომსახურებით არის უზრუნველყოფილი. მიხეილ სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა სინამდვილეში არის არა მისი საზღვარგარეთ გადაყვანა და მკურნალობა, არამედ მოთხოვნაა სააკაშვილისთვის სასჯელის თავიდან არიდება. როცა ადამიანის მიმართ გამოტანილია სასჯელი იმის გამო, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა, საქართველოს პარლამენტის წევრი აცემინა და როცა უნდათ ადამიანი ამ სასჯელს აარიდონ, მართლმსაჯულება უკან ვერ დაიხევს. სასჯელი უნდა აღსრულდეს - ეს არის კანონის უზენაესობის მთავარი პრინციპი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0