
სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე, სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებული, წმინდა მატრონას ხატის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა:
„უფრო მარტივად და მკაფიოდ: თუ არ ხარ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის წევრი, შენთვის რა მნიშვნელობა აქვს და ვინ გეკითხება ჩვენ როდის აღვნიშნავთ შობას, და სხვა დღესასწაულებს?
თუ ხარ მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი და არ ემორჩილები მის კალენდარს, მის წესებს, მაშინ რანაირი მრევლი ხარ? გადადი სხვა კონფესიაში და როცა გინდა აღნიშნე.
კიდევ ერთი. მართლმადიდებლები კათოლიკებს, მუსლიმებს და სხვა კონფესიებს ჭკუას არ არიგებენ და თავს არ ესხმიან როდის რა უნდა აღნიშნონ. მართლმადიდებლებისთვის ჭკუის სწავლებაზე მწვანეა ანთებული?“ - წერს სალუქვაძე.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ხატი, რომელზეც დედა მატრონას გვერდით დგას იოსებ სტალინი. ხატი თბილისში, ყოვლად წმინდა სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული. საზოგადოებაში სტალინის ხატზე გამოჩენას არაერთგვაროვანი რეაქცია და შეფასება მოჰყვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ხატი ტაძარს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა დავით თარხან-მოურავმა და ირმა ინაშვილმა შესწირეს.
0
0