
გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი სახაროვის სახელობის ჯილდოს მიღებას ულოცავს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელსა და ბელარუს ჟურნალისტს, ანდრჟეი პოჩობუტს.
მარტა კოსის თქმით, ბრძოლა ყველა პოლიტიკური პატიმრის გასათავსიუფლებლად არ დასრულებულა.
„რამდენიმე დღის წინ ბელარუსმა გაათავისუფლა 123 პოლიტპატიმარი. ეს არის იმედის მომენტი. თუმცა, ბრძოლა ყველა პოლიტიკური პატიმრის გასათავსიუფლებლად არ დასრულებულა. სწორედ ამიტომ ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი ხმები როგორიცაა ანდრჟეი პოჩობუტი და მზია ამაღლობელი. ვულოცავ 2025 წლის სახაროვის პრიზის მიღებას“, – წერს მარტა კოსი.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა სახაროვის პრემია წელს ქართველ და ბელარუს ჟურნალისტებს, მზია ამაღლობელსა და ანდრჟეი პოჩობუტს მიანიჭა. პრემია „აზრის თავისუფლებისთვის“ 1988 წელს დაარსდა საბჭოთა მეცნიერისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის პატივსაცემად.
0
0