
ევროკავშირი მზადაა, უკრაინას მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გაუხსნას. ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა.
კოსმა განმარტა, რომ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის დასაწყებად ბლოკის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო. ის ასევე აღნიშნავს, რომ სკრინინგის პროცესი არ ხდება ისე სწრაფად, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში მოხდა.
„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გადავხედეთ ევროპული კანონმდებლობის 100 000-ზე მეტ გვერდს. მოლაპარაკებების კლასტერების გახსნის პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული, ამიტომ, უკრაინა არ ჩამორჩება, თუკი რეფორმები განხორციელდება. ჩვენ ამაზე ინტენსიურად ვმუშაობთ და დიალოგს ვაწარმოებთ წევრ სახელმწიფოებთან, მათ შორის, უნგრეთთან“, – თქვა კოსმა.
ევროკომისარმა ასევე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც უნგრეთი ბლოკავს უკრაინის მოლაპარაკებებს უკრაინაში მცხოვრებ უნგრულ ეთნიკურ უმცირესობს ეხება.
„რაც უფრო მალე მოგვცემს უნგრეთი პირველი კლასტერის გახსნის უფლებას, მით უფრო მალე შევძლებთ მათი ყველა შეშფოთების განხილვას. მე მჯერა, რომ ეს ასევე საუკეთესო პასუხია ბატონი ორბანისთვის“, – აღნიშნა კოსმა.
რაც შეეხება რეფორმებს, კოსის თქმით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მნიშვნელოვანია.
„ძლიერი და დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ინსტიტუტები თუ არ გექნებათ, უცხოელი ინვესტორები არ ჩამოვლენ, რადგან ისინი თავიანთ ინვესტიციებს სარისკოდ ჩათვლიან“, – განაცხადა კოსმა.
1ტვ
0
0