11/03/2026
00:05

საქართველოში შეგიძლიათ ნახოთ, რა ხდება, როდესაც რუსეთი იმარჯვებს - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, როდესაც ევროკავშირიწ გაფართოების აუცილებლობის საკითხზე საუბრობდა.
კოსის თქმით, საქართველოში "ავტოკრატიული სისტემა" ახშობს დემოკრატიულ ხმებს" და ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს ევროპულ მომავალს, საკუთარ ხალხს კი ატყუებენ, თითქოს ქვეყანა ევროკავშირში მიჰყავთ და ევროკავშირი უნდა მოერგოს მათ.
კოსმა მიმართა ქართველხს, რომ ევროპა "ხელს არ იქნევს" მათზე.
"დემოკრატიის უსაფრთხოების ბადე უნდა გავშალოთ ჩვენს კონტინენტზე. გაფართოება გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გაფართოება. საქართველოში შეგიძლიათ ნახოთ, რა ხდება, როდესაც რუსეთი იმარჯვებს. ავტოკრატიული სისტემა ახშობს დემოკრატიულ ხმებს.
მათ ცოტა ხნის წინ მიიღეს ახალი კანონი, რომელიც თავს ესხმის ქვეყნის დემოკრატიულ და სამოქალაქო სივრცეს, და საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროპულ მომავალს, რომელიც მისი ხალხის უმრავლესობას სურს.
და ისინი ["ქართული ოცნება"] საკუთარ ხალხს ატყუებენ, თითქოს ქვეყანა ევროკავშირში მიჰყავთ და ევროკავშირი უნდა მოერგოს მათ.
ჩვენს ქართველ მეგობრებს, ქართველი ხალხის უმრავლესობა, რომელიც აფასებს დემოკრატიასა და თავისუფლებას, ჩვენ თქვენზე ხელს არ ვიქნევთ," - განაცხადა კოსმა.
0
0