
არ შემიძლია, მხარი დავუჭირო მთავრობას, რომელიც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედებს. ქვეყანა სულ უფრო შორდება სამომავლო ევროპულ პერსპექტივას, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მარტა კოსს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე დაუსვეს კითხვა.
მარტა კოსის თქმით, განაგრძობენ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას.
„ერთადერთი რამ, რაც შეგვიძლია, მთავრობასთან მიმართებით გავაკეთოთ, არის ის, რომ მოვუწოდოთ, შეაჩერონ ეს აბსურდი და ევროპულ მომავალზე მუშაობის შეწყვეტა. გარდა ამისა, გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, ასევე შევხვდით რამდენიმე მათგანს მიმდინარე კვირაში ჩემს ოფისში. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ მედიას, გთხოვთ, გამაგრდით“, – განაცხადა მარტა კოსმა.
ცნობისთვის, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ 28 იანვარს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება მომზადდა. კერძოდ, კირცხალიას თქმით, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. ასევე საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში და მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით.
0
0