18/12/2024
14:29
საზოგადოება
მარშები კარგი იყო ერთი კვირის წინ, მაგრამ ახლა მგონია, რომ ცოტა ვამლაშებთ.
რატომ იყო კარგი? იმიტომ, რომ თავიდან ეს იყო პროფესიებით განსაზღვრული ჯგუფების, კოლექტივების, ერთმანეთთან შრომით დაკავშირებული ადამიანების ერთობლივი გამოსვლა, ანუ მყარ ბაზისზე დაფუძნებული ერთობები. არსებობს შესაძლებლობა ეს გაგვეძლიეროთ, თუ ამ პრინციპს ჩავავლებთ. - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს.
"ამას აქვს რესურსი რაღაც მდგრადი შევქნათ - მაგალითად ისეთი რაც მერე გაფიცვის მოთხოვნას ლოზუნგად არ დატოვებს და წინააღმდეგობის რეალურ იარაღად აქცევს.
ახლაც არ არის გვიანი. მაგალითად რამდენიმე ჯგუფმა უკვე დაიწყო ორგანიზება ამ მიმართულებით (მაგალითად საჯარო მოხელეები, არქიტექტორები და სხვა). მათ სურთ უფრო მდგრადი კავშირის შექმნა, რომელიც მომავალში გაადვილებს წინააღმდეგობას და ხელისუფლებას გაურთულებს ამ წინააღმდეგობის ჩახშობას. რაღაც ჯგუფები უკვე ფორმირებულები იყვნენ და ფლაგმანობაც აიღეს ამ საქმეში (მსახიობები, კინო).
ჩემი პერსპექტივაა, რომ თუ სადმე ენერგიაა სწორედ ამგვარი ერთობების შენებაზე უნდა მივმართოთ (რაც ამ პრინციპზე დაფუძნებულ მარშებს, როგორც ერთ-ერთ ინსტრუმენტს, საერთოდ არ გამორიცხავს) და არა ეფემერულ საერთო მახასიათებლებზე (ცაციობა იქნება ეს თუ ხინკლის სიყვარული). თუ ვინმეს რამეში გამოვადგები, მზად ვარ, მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად დავეხმარო ამ პროცესს. ჩვენ გვჭირდება კარგად ნაშენები სტრუქტურები, რომელსაც რეჟიმი ადვილად ვერ მოშლის." - წერს ვახუშტი მენაბდე.
0
0
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
18/12/2024