21/09/2023
12:01
მსოფლიო
მაროკოს მეფე მუჰამედ VI-ის განცხადებით, ქვეყანა 8 სექტემბრის მიწისძვრის შედეგად განადგურებული რეგიონების აღსადგენად 120 მილიარდ დირჰამს (11,6 მილიარდი დოლარი) გამოყოფს.4
„თანხა ასევე მოხმარდება მიწისძვრისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ პროვინციებში მცხოვრებ 4,2 მილიონზე მეტ ადამიანს, ასევე ადამიანების გადასახლებას, სახლების რეკონსტრუქციას და ინფრასტრუქტურის აღდგენას ხუთი წლის განმავლობაში,“ - ნათქვამია სასახლის განცხადებაში.
6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, რომელიც ყველაზე ძლიერი იყო მაროკოში ბოლო 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, დაიღუპა 2900-ზე მეტი და დაშავდა 5000-ზე მეტი ადამიანი.
მიწისძვრამ ასევე დაანგრია ინფრასტრუქტურა და 50000-ზე მეტი სახლი ატლასის მთებში.
მიწისძვრით დაზარალებული ინფრასტრუქტურის აღდგენის გეგმის მზარდასაჭერად, ჯერჯერობით, მაროკომ 700 მილიონი აშშ დოლარის შემოწირულობები მიიღო.
მაროკო დეფიციტის ანაზღაურებას მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხების, საერთაშორისო დახმარებისა და მიწისძვრით დაზარალებული ინფრასტრუქტურის აღდგენის ფონდის მუდმივი შემოწირულობების საშუალებით გეგმავს.
0
0
აშხაბადში შოთა რუსთაველის მემორიალი გაიხსნა
19/05/2024