
სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის თქმით, მარნეულში 22-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა ჩაყარა 20-ზე მეტი ბიულეტენი და მათი დამკვირვებელი უბნიდან გააძევა.
"კვლავ დაფიქსირდა ბიულეტენის ჩაყრის შემთხვევა ისევ მარნეულის საარჩევნო ოლქის, ამჯერად 22-ე საარჩევნო უბანზე და რა თქმა უნდა, გასაჩივრებული გვაქვს აღნიშნული საარჩევნო უბანი.
[...] 22-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა ჩაყარა 20-ზე მეტი ბიულეტენი და სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელი უბნიდან გააძევა" - თქვა დოლიძემ.
მარნეულში იყო კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა. მარნეულის 69-ე საარჩევნო უბნის მონაცემები ბათილად გამოცხადდა.
გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მარნეულში, 69-ე საარჩევნო უბანზე ჯერჯერობით დაუდგენელი პირები ბიულეტენებს ყრიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გაყალბების მუხლით დაიწყო.
0
0