31/12/2024
00:35
სამართალი
ბოლნისის საავადმყოფოში მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული ცხრა პირი შეიყვანეს.
როგორც პირველ არხს ბოლნისის საავადმყოფოში განუცხადეს, დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმე იყო. ერთი დაშავებული თვალ-გუგის დაზიანებით თბილისში გადაიყვანეს, ხოლო მეორეს ყბა-სახის მძიმე დაზიანება აქვს და ასევე თბილისში ტრანსპორტირებისთვის ამზადებენ. ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.
რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, ექიმების ინფორმაციით, მათ ძირითადად ნეკნების მოტეხილობა და დაჟეჟილობები აღენიშნებათ.
ბოლნისის საავადმყოფოსთან ამ დროისთვის დაშავებულთა ახლობლები არიან შეკრებილი. ისინი მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.
მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც ორი მოზარდი ემსხვერპლა, რამდენიმე საათის წინ მოხდა. მომხდარს ადგილზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება მოხდა ავტომობილის მძღოლს, ავტომანქანაში მჯდომ ადამიანებსა და ადგილობრივებს შორის. ადგილობრივები შემთხვევის ადგილზე მოსულ სასწრაფო დახმარების ექიმებსაც დაუპირისპირდნენ, ამოატრიალეს მათი ავტომობილი და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირება კი იმ უბედური შემთხვევის შემდეგ დაიწყო, რომელსაც ქვეითად მოძრავი 2 მოზარდი ემსხვერპლა.
მარნეული-ბოლნისის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დაკავებულია - შსს
0
0