მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ გააუქმებს და არ გასცემს ვიზებს იმ პირებზე, რომლებიც ჩარლი კირკის მკვლელობას ზეიმობენ
A-
+A

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ გააუქმებს და არ გასცემს ვიზებს იმ პირებზე, რომლებიც ჩარლი კირკის მკვლელობას ზეიმობენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„ჩვენ არ უნდა მივცეთ ვიზები იმ ადამიანებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში ჩამოდიან და ისეთ რაღაცეებს აკეთებენ, როგორიცაა მკვლელობის, სიკვდილით დასჯის ან პოლიტიკური ფიგურის მკვლელობის გამო ზეიმი“, - განაცხადა რუბიომ.
მისი თქმით, თუ ასეთი პირები უკვე აშშ-ში არიან, „ჩვენ უნდა გავაუქმოთ მათი ვიზები“.
„რატომ უნდა გვინდოდეს ჩვენს ქვეყანაში ისეთი ადამიანების შემოშვება, რომლებიც უარყოფით და დესტრუქციულ ქცევაში ჩაერთვებიან?“ - დასძინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
0
0
107
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%