
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, „სკანდალურია“ იმის თქმა, თითქოს ვაშინგტონის მიერ კიევისთვის სადაზვერვო ინფორმაციის არგაზიარების გამო, უკრაინელები იღუპებიან.
მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია „აღმაშფოთებელია“ და სიმართლეს არ შეესაბამება.
„მე ვნახე უკრაინის მთავრობასთან დაკავშირებულ პირებს უთქვამთ, რომ უკრაინაში ხალხი იღუპება იმის გამო, რომ აშშ უარს ამბობს მათთვის ინფორმაციის გადაცემაზე. ეს სკანდალურია. ეს აღმაშფოთებელია. ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არ არის ზუსტი“, – განაცხადა რუბიომ.
მისივე თქმით, ყველაფერი, რასაც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინასთან დაკავშირებით აკეთებდა, იგივე დარჩა.
„ყველაფერი, რასაც თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინასთან დაკავშირებით აკეთებდა, იგივე დარჩა. ეს არ შეცვლილა. არაფერი შეცვლილა. არ ყოფილა რაიმე განზრახ პოლიტიკური დირექტივა, რომ გასულიყვნენ და ზიანი მიეყენებინათ უკრაინისთვის. უკრაინას განზრახ არაფერი ეკრძალება. საქმე უბრალოდ სხვა პარტნიორების წინაშე ჩვენს ვალდებულებებსა და, გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენივე სტანდარტებსა და მოთხოვნებს შორის ბალანსს ეხება“, – განაცხადა რუბიომ.
0
0