
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმედი აქვს, რომ მიაღწევს ცეცხლის შეწყვეტას რუსეთსა და უკრაინას შორის, რათა შეიქმნას სივრცე ომის სრულად დასრულების შესახებ მოლაპარაკებებისთვის.
რუბიოს თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ შესაძლებელი იქნება პროგრესის მიღწევა და ხაზი გაუსვა ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობას.
„რაც უფრო დიდხანს გრძელდება ეს ომები, მით უფრო რთულია მათი დასრულება. ბრძოლის გახანგრძლივება გავლენას ახდენს იმაზე, თუ რომელ მხარეს აქვს უპირატესობა მოლაპარაკებებში. ეს არის მიმდინარე ბრძოლის რეალობა, ამიტომაც არის ცეცხლის შეწყვეტა ასეთი გადამწყვეტი“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
აშშ-ის მთავარმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ „მშვიდობის მისაღწევად, ვფიქრობ, ყველა ვაღიარებთ, რომ საჭირო იქნება გარკვეული საუბარი უსაფრთხოების გარანტიებზე, საჭირო იქნება გარკვეული საუბარი ტერიტორიულ დავებსა და პრეტენზიებზე და იმაზე, თუ რისთვის იბრძვიან“.
„უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, საჭიროა როგორც უკრაინის, ისე რუსეთის თანხმობა“, - განაცხადა მან.
0
0