
მარკო რუბიო ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებების „რთულ ნაწილს“ განმარტავს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ Fox Business-თან ინტერვიუში ჟურნალისტის შეკითხვაზე - რა გამოწვევის წინაშე შეიძლება დადგეს ტრამპი პუტინთან სამშვიდობო მოლაპრაკებების დროს, უპასუხა:
„როგორც ვიცით, მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა და ვლადიმერ პუტინმა ომის დასრულების გზებზე დეტალურად ისაუბრეს. ყველამ იცის, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მიზანი სწორედ ომის დასრულებაა. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, მათ შორის საუბარი პროდუქტიული იყო. ეს პროგრესი უნდა გაგრძელდეს. აშშ-ის პრეზიდენტმა რამდენიმე ევროპელ მოკავშირეს სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი დეტალები გააცნო. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, იგეგმება ევროპელ და ასევე, უკრაინელ მოკავშირეებთან საუბრებიც იმაზე, თუ რა პროგრესული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ამ მიმართულებით. შესაძლებლობები აჩვენებს, თუ როგორ უნდა მოიქცეს აშშ-ის პრეზიდენტი პუტინთან და ზელენსკისთან შეხვედრისას. თუმცა, მანამდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ყველა შემთხვევაში, მეც და ყველა თანხმდება ერთ რამეზე - ომი უნდა დასრულდეს. ეს შეთანხმების პირობაა. აშშ-ის პრეზიდენტის გამოწვევა ისაა, რომ მეორე მხარე [პუტინი] ამ აზრზე დაითანხმოს. ტრამპმა სავაჭრო გარიგებებთან დაკავშირებით არაერთხელ წაარმატებას მიაღწია და იმედი მაქვს, ეს შეხვედრაც პროდუქტიული იქნება. პრეზიდენტს ბევრი მუშაობა მოუწევს ამაზე, თუმცა ღირს,“- განაცხადა რუბიომ.
0
0