06/02/2025
11:10
მსოფლიო
![main-img](https://spnews.io/storage/files/rubio%201.png)
,,აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სამხრეთ აფრიკაში, G20-ის მომავალ შეხვედრას არ დაესწრება,’’ - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა რამდენიმე დღის შემდეგ, რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აფრიკულ ქვეყანას დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა.
"სამხრეთ აფრიკა ძალიან ცუდად იქცევა. ამჯერად საქმე ეხება კერძო საკუთრების ექსპროპრიაციას. G20 გამოიყენება სოლიდარობის, თანასწორობისა და მდგრადობის ხელშეწყობისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: მრავალფეროვნების, თანასწორობის და ინკლუზიის პოლიტიკისა (DEI - პოლიტიკა) და კლიმატის ცვლილებისთვის", - განაცხადა რუბიომ X-ზე.
20-21 თებერვალს, სამხრეთ აფრიკა იოჰანესბურგში G20-ის ქვეყნების ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს. სამხრეთ აფრიკას G20-ის 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის ნოემბრამდე თავმჯდომარეობს.
Reuters-ის ინფორმაციით, ტრამპმა მტკიცებულებების მოყვანის გარეშე, განაცხადა, რომ „სამხრეთ აფრიკა უკანონოდ ითვისებს მიწას“ და „ზოგიერთი კლასის ადამიანებს“ „ძალიან ცუდად“ ეპყრობიან. მისი თქმით, საქმის გამოძიებამდე სამხრეთ აფრიკას დაფინანსებას შეუწყვეტს.
0
0