06/02/2025
13:56
მსოფლიო
მილიარდერი ილონ მასკი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში ხელმძღვანელობს მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს (DOGE), თავისი ქმედებებით განხეთქილებას იწვევს აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ახლო წრეში. ამის შესახებ გამოცემა Wired ამერიკელი ლიდერის ანონიმ თანამოაზრეებზე დაყრდნობით იტყობინება.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ტრამპის თანამდებობის დაკავებიდან მხოლოდ ორნახევარი კვირა გავიდა. ამასთან, თეთრ სახლში პრობლემები უკვე გაჩნდა.
გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბიზნესმენის საქმიანობა, პირველ რიგში, ტრამპის თანამოაზრეებს აღიზიანებს და არა თავად მას.
სხვა წყარომ თქვა, რომ DOGE-ის ბოსი მოქმედებდა უკიდურესად თავდაჯერებულად. ამის გამო, მომავალში შესაძლოა "შეტაკება" მოხდეს აშშ-ს პრეზიდენტთან დაახლოებულ ადამიანებს შორის, ამბობს ანონიმი წყარო.
5 თებერვალს NBC News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არაერთხელ მოუწიათ მასკისთვის შეხსენება, რომ მის ძალაუფლებას აქვს საზღვარი. კერძოდ, ბიზნესმენი გააფრთხილეს, რომ ის ვალდებულია თეთრი სახლის შტაბის უფროსს, სიუზან უილსს ანგარიში ჩააბაროს.
0
0