06/02/2025
16:46
პოლიტიკა
![main-img](https://spnews.io/storage/files/areshidze%202.jpg)
"თბილისის თავზე ზიზღის უზარმაზარი ნისლია დაკიდებული... ორივე მხარეს მასობრივი ფსიქოზი სჭირს" - მამუკა არეშიძის ვერსია: 2 სცენარი საქართველოსთვის - ამ სათაურით გამოცემა “კვირის პალიტრა” კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს.
ერთ-ერთი კითხვა კი საქართველოში პროცესების განვითარების 2 ვერსიას შეეხებოდა:
კითხვა: ამ მოცემულობის ფონზე, პროცესების როგორ განვითარებას ელოდებით?
არეშიძე: ორი ვარიანტია: პროცესი ან შიგნიდან უნდა დალაგდეს, ან გარედან. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს საზოგადოებაში კომპრომისის ნება არ არსებობს, ალბათ, პროცესს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია დაალაგებს. ეს ძალიან ცუდია, იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავეჩვიოთ სხვისი კარნახით ცხოვრებას. საკუთარ ქვეყანაში როდემდე უნდა ვქმნიდეთ პოლიტიკურ ამინდს სხვადასხვა ძალის ცენტრების კარნახით?! ხან ისპაჰანიდან გვკარნახობდნენ, ხან სტამბოლიდან, ხან მოსკოვიდან და ხან სტრასბურგიდან... ოდესმე თავადაც ხომ უნდა მოვახერხოთ გამოსავლის პოვნა? როდესაც კომპრომისებზე ვსაუბრობ, მაინცდამაინც დათმობებს კი არ ვგულისხმობ, მთავარია, მოლაპარაკებების პროცესი შეიქმნას.
- დიახ, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესში ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა?
არეშიძე: იმ ადამიანებმა რომლებიც ქუჩაში დგანან და ასევე მათ, ვინც ოპოზიციის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილნი, მაგრამ მათთვის მისაღებია ის პროცესი, რაც ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული. აი, ეს ხალხი უნდა შეთანხმდეს, არსებული ოპოზიციის მიღმა.
- და თუ ასეთი პროცესი ვერ შეიქმნა...
არეშიძე: მაშინ აღარაფერს აღარ აქვს აზრი, ჩვენ უკვე დიდი ხანია, ისედაც საკუთარი ქვეყნის ნგრევასა და განადგურებზე ვართ გადასულები. აბა, როგორ გადავრჩით? როგორ და... ექსტრემალურ სიტუაციაში, როდესაც ქვეყნის საბოლოოდ განადგურებამდე ღილაკზე ერთი თითის დაჭერაა დარჩენილი, ქართველი გონს მოდის და დანგრეულის თავიდან შენებას იწყებს. ახლა სწორედ ამ სიტუაციაში ვართ.
ასევე წაიკითხეთ:
0
0
უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
06/02/2025
ჩვენ უნდა დავაბრუნოთ რელიგია - დონალდ ტრამპი
06/02/2025