06/02/2025
14:16
მსოფლიო
![main-img](https://spnews.io/storage/files/475514702_1635966590626626_1666699684493795477_n.png)
,,თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირს ტარიფებს დაუწესებს, ბლოკმა შესაძლოა სახელმწიფო შესყიდვებში ამერიკული ფირმების მონაწილეობა დაბლოკოს, დააწესოს კონტრტარიფები და საბაზრო შეზღუდვები,’’ - განუცხადა Deutsche Welle-ს ევროპარლამენტარმა/ევროპარლამენტის სავაჭრო კომიტეტის თავმჯდომარემ ბერნდ ლანგემ.
ლანგეს თქმით, ტრამპი „ტარიფებს პოლიტიკურად იძულებით ინსტრუმენტად იყენებს“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზად არის მოლაპარაკებებისა და, საჭიროებისამებრ, თავისი ინტერესების დასაცავად.
”ჩვენ საკმაოდ ფართო შესაძლო ზომების პაკეტი შევიმუშავეთ, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ავამოქმედებთ”, - თქვა ლანგემ.
Deutsche Welle-ს შეკითხვაზე, დაუწესებს თუ არა საპასუხოდ ევროკავშირი მსხვილ ტექნოლოგიებს შესაძლო სამომავლო ტარიფებს, ლანგემ განაცხადა: "ეს შეიძლება იყოს გადასახადები, ტარიფები, სახელმწიფო შესყიდვებში მათი მონაწილეობის დაბლოკვა, ბაზრის შეზღუდვა. ასე რომ, ეს არის საპასუხო ზომების დიდი კალათა და ჩვენ ნამდვილად გვაქვს არჩევანის თავისუფლება."
,,მეორე მხრივ, ევროკავშირი ვაშინგტონთან დიალოგისთვის მზადაა, რათა გამონახოს ზომები საქონლის დეფიციტის შესამცირებლად. აშშ-დან მეტი თხევადი ბუნებრივი აირისა და სამხედრო აღჭურვილობის ყიდვა ან ავტომობილების იმპორტზე არსებული ტარიფების გადახედვა შეიძლება მოლაპარაკებების სფერო იყოს,’’ - განუცხადა Deutsche Welle-ს ბერნდ ლანგემ.
0
0