06/02/2025
16:55
საზოგადოება
საქართველოს რკინიგზის ცნობით, 11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი იმოძრავებს.
რკინიგზის ინფორმაციით, ქუთაისში მიმავალი მგზავრები ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე იმგზავრებენ, შემდეგ კი სხვა ელექტრომატარებელში გადასხდებიან.
„გაცნობებთ, რომ 2025 წლის 11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი (№854/853) იმოძრავებს. სამგზავრო მატარებლის ტევადობა დაახლოებით 100 ადგილით გაიზრდება, ხოლო მგზავრობის ხანგრძლივობა თითქმის 2 საათით შემცირდება.
მატარებელი რეისებს დღეგამოშვებით შეასრულებს:
თბილისიდან გასვლა – 09:00; ოზურგეთში ჩასვლა – 16:18.
ოზურგეთიდან გასვლა – 08:40; თბილისში ჩასვლა – 16:00.
ბილეთის ღირებულება – 11-15 ლარის ფარგლებში იქნება.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საქართველოს რკინიგზის სალაროებსა და ონლაინ ვებგვერდზე: gr.com.ge
მცირედი ცვლილებაა თბილისი-ქუთაისის მიმართულებაზე: ქუთაისში მიმავალი მგზავრები ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე იმგზავრებენ. რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე გადასხდებიან №6355/6356 და №6353/6354 ელექტრომატარებლებში, რომლებიც მგზავრებს ქუთაისი 1-ის სადგურში 20 წუთში ჩაიყვანს. რიონი-ქუთაისი 1 მატარებლის მგზავრობის საფასური 0,50 ლარი იქნება.
დამატებით შეგახსენებთ, რომ gr.com.ge ვებგვერდზე ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ თბილისი-ფოთი-თბილისი (#874/873) და თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (#870/869) მატარებლის ბილეთები“, - აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0
უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
06/02/2025
ჩვენ უნდა დავაბრუნოთ რელიგია - დონალდ ტრამპი
06/02/2025