
ამერიკას სთხოვენ დახმარებას ომში, რომელიც უკრაინაშია, მაგრამ როცა აშშ-ს დასჭირდა დახმარება, დონალდ ტრამპს დადებითი პასუხი არ მიუღია. ეს იქნება რაღაც, რასაც პრეზიდენტი მომავალში გაითვალისწინებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
როგორც რუბიომ აღნიშნა, რუსეთი ამჟამად საკუთარ ომზეა კონცენტრირებული და არა ირანისთვის მხარდაჭერის გაწევაზე.
„ამერიკას სთხოვენ დახმარებას ომში, რომელიც სხვა კონტინენტზე მიმდინარეობს, უკრაინაში და ჩვენ სხვა ნებისმიერ ქვეყანაზე მეტი გავაკეთეთ, მაგრამ როცა აშშ-ს დასჭირდა დახმარება, დონალდ ტრამპს დადებითი პასუხი არ მიუღია. რამდენიმე ევროპელმა ლიდერმა თქვა, რომ ირანის ომი არ არის ევროპის ომი. არც უკრაინა არის ამერიკის ომი და მაინც ჩვენ სხვა ნებისმიერ ქვეყანაზე მეტი გავიღეთ ამ ბრძოლაში. ეს იქნება რაღაც, რასაც პრეზიდენტი მომავალში გაითვალისწინებს“, – განაცხადა რუბიომ.
0
0