
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ნატო-ს არსებობის იდეა ეჭვქვეშ დააყენა მას შემდეგ, რაც ალიანსის რამდენიმე წევრმა ირანზე ამერიკული დარტყმებისთვის საავიაციო ბაზების გამოყენებაზე უარი განაცხადა.
ამის შესახებ მარკო რუბიომ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ნატო-ს პარტნიორები როცა უარს ამბობენ ბაზების გამოყენებაზე – ბაზების, რომლებიც სწორედ მთავარი მიზეზია, რის გამოც ნატო ამერიკისთვის სასარგებლოა – უარს გვეუბნება, მაგალითად, ესპანეთი, მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ ამ ალიანსს? რაღაც ისეთი ხდება, სადაც ისინი მოკავშირეები არიან მხოლოდ მაშინ, როცა მათ აწყობთ“, – განაცხადა რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ცალკე გამოყო ის ქვეყნები, რომლებმაც მათ დახმარება გაუწიეს.
„მხოლოდ ერთს გამოვყოფ – პორტუგალიას. მათ დადებითად გვიპასუხეს ჯერ კიდევ, ვიდრე ვკითხავდით“, – განმარტა მარკო რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ესპანეთის ქმედებები „საშინლად“ შეაფასა.
„რატომ ვართ იქ? მხოლოდ იმისთვის, რომ დავიცვათ ისინი და არა ჩვენი ეროვნული ინტერესების გასაძლიერებლად? ეს ძალიან აქტუალური კითხვაა, რომელსაც პასუხი უნდა გავცეთ“, – განმარტა რუბიომ.
0
0