
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი - მაგიდაზე ომის დასრულების გეგმა დევს. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე ამჯერად მაიამიში იმსჯელებენ. ადგილზე არ იქნება უკრაინა, ომში მყოფმა ქვეყანამ მთავარ მედიატორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიალოგი ამ ეტაპზე დაასრულა. თუმცა მაიამიში იქნებიან შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლები.
"ომები, ზოგადად, ორი გზით სრულდება: ერთი მხარის დანებებით ან მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმებით. უახლოეს მომავალში რომელიმე მხარის დანებებას ვერ ვხედავთ, ასე რომ, მხოლოდ მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმება გვაძლევს შესაძლებლობას ამ ომის დასასრულებლად.
მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ ამით რაღაც მიიღოს და ორივე მხარემ დათმოს რაღაც. იმის დადგენას ვცდილობთ, რისი დათმობა შეუძლია რუსეთს და რისი მიღების მოლოდინი შეიძლება ჰქონდეთ, და რისი დათმობა შეუძლია უკრაინას და რისი მიღების მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს.
საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული, შეერთებულ შტატებზე არა. ასეთი როლის შესრულებას ვცდილობთ, ამიტომ ხედავთ ამდენ შეხვედრებს. ეს შეთანხმების ვინმესთვის თავს მოხვევაზე არაა, არამედ იმის დადგენაზეა, თუ რას მოელის ორივე მხარე, რა სჭირდებათ და რისი გაცემა შეუძლიათ ამისთვის, და თუ ემთხვევა ეს ორი რამ. და, რა თქმა უნდა, ეს ბევრ დროსა და სამუშაოს საჭიროებს,"- აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.
0
0