
ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ევროპაში მოქმედი იდეოლოგები ორგანიზებულად ცდილობდნენ ამერიკული პლატფორმების იძულებას, რათა დაესაჯათ ამერიკული შეხედულებები, რომელთაც ისინი ეწინააღმდეგებიან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში წერს.
როგორც რუბიო წერს, ტრამპის ადმინისტრაცია ექსტრატერიტორიული ცენზურის ასეთ უხეშ ქმედებებს აღარ შეეგუება.
„დღეს, სახელმწიფო დეპარტამენტი გადადგამს ნაბიჯებს, რათა გლობალური ცენზურის ინდუსტრიულ კომპლექსში წამყვან ფიგურებს აუკრძალოს აშშ-ში შესვლა. ჩვენ მზად ვართ და სურვილიც გვაქვს, რომ გავაფართოოთ ეს სია, თუ სხვები არ შეცვლიან საკუთარ კურსს“,- წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.
ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ში შესვლა აუკრძალა ხუთ პირს, რომლებიც ამერიკულ ონლაინ პლატფორმებზე მასალების ცენზურას ახდენდნენ, ერთ-ერთი მათგანი ყოფილი ევროკომისარია.
0
0
ხაშურში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
24/12/2025