
2026 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთის ფლობა არ ნიშნავს ავტომატურად ტურისტული ვიზის მიღებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩებზე დასასწრები ბილეთების მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ განაცხადის შეტანიდან ექვსიდან რვა კვირამდე ვადაში საელჩოში ან საკონსულოში გასაუბრება გაიარონ.
„თქვენი ბილეთი ვიზა არ არის; ის არ იძლევა აშშ-ში შესვლის გარანტიას. ჩვენ იგივე შემოწმებას ჩავატარებთ, რასაც ნებისმიერი სხვა გაივლიდა. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ მათ რიგში უფრო მაღლა ვწევთ“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩოები ვიზაზე პრიორიტეტს მიანიჭებენ იმ მოგზაურებს, რომლებსაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთები აქვთ.
0
0