10/06/2022
22:10
პოლიტიკა
ამ შესწორების მხარდამჭერი არ ვიყავი, ეს საკითხი საკუთარ რეზოლუციას იმსახურებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ “ტვ პირველის” შესახებ ივანიშვილის სანქცირების საკითხზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
“პირადად მე ამ შესწორების მხარდამჭერი არ ვიყავი. იმიტომ, რომ მიმაჩნია, ამას უფრო ფართე განხილვა სჭირდება და იმსახურებს საკუთარ რეზოლუციას და არა იმას, რომ მხოლოდ ნაწილი იყოს მედიათავისუფლების რეზოლუციისა. მაგრამ ვიგრძენი ამის საჭიროება ასეთი ენით გვესაუბრა, რაც იმ ჩანაწერშია.
შემდგომში მოვლენები როგორ შეიძლება განვითარდეს, მოგახსენებთ. 3 კვირაში შეგვიძლია დავიწყოთ საუბარი საქართველოში კანონის უზენაესობის და სასამართლო სისტემის შესახებ. თუ ჩემს კოლეგებს სურთ, განიხილონ ივანიშვილის როლი ქართულ რეალობაში, იქ შეგვიძლია განვიხილოთ,” – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.
მისი თქმით, ის არ იქნებოდა ასეთი რეზოლუციის ავტორი, რადგან რა ინფორმაციასაც ახლა ფლობს, არ არის ამისთვის საკმარისი.
“მაგრამ, თუ განვიხილავთ, არ უნდა იყოს ერთი პარაგრაფი, რომელიც ჩართულია სხვა რეზოლუციაში. მე ამის ინიციატორი არ ვიქნებოდი, რადგან ბევრი პრობლემაა და არ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული ერთ პიროვნებაზე. განსაკუთრებით კი იმ დროს, როდესაც არ გვაქვს საკმარისი მტკიცებულებები,” – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
0
0