31/10/2024
20:50
არჩევნები 2024
„საუბარია წმინდად ტექნიკურ კომპონენტზე, როცა მარკერით მონიშვნის შემთხვევაში უკანა მხარეს ფერია გაჟონილი, თუმცა ის არც ერთ შემთხვევაში არ იძლევა იმის იდენტიფიცირების შესაძლებლობას, თუ რომელ კონკრეტულ სუბიექტს მიეცა ხმა“, - ამის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა რადიო „სივრცის“ გადაცემაში „სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან".
მისი თქმით, თუ რომელ სუბიექტს დაუჭირა მხარი ამომრჩეველმა, ამის თქმა წარმოუდგენელია.
„მანიპულაციურად წამოჭრილი საკითხი იყო ისიც, რომ თითქოს თუ ბიულეტენის ზედა მხარეზე იყო მიცემული ხმა - ეს ოპოზიციას ეკუთვნოდა, ქვედა მხარეზე კი - პოზიციას. ეს სიმართლეს არ შეესაბამება და მანიპულაციაა, რადგან არჩევნებში 18 პოლიტიკური გაერთიანება იღებდა მონაწილეობას, შესაბამისად, რომელ სუბიექტს დაუჭირა მხარი ამომრჩეველმა, ამის თქმა წარმოუდგენელია, მით უმეტეს, იმით, ბოლოში იყო მონიშვნა თუ - თავში. ან, ვინ გაზომა, ან ვინ დაადგინა, ბოლოში კონკრეტულად მმართველ პარტიას მისცეს თუ არა ხმა, რადგან მომიჯნავე სუბიექტად იყო ასევე „გირჩი“, რომელმაც 3% აიღო; იყო „ქართველთა ერთობა“ და ა.შ. - სხვა პარტიები“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.
0
0