
ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლით შეშფოთებულია.- ამის შესახებ ნიკა ჩიტაძემ რადიო "სივრცეში" განაცხადა.
ნიკა ჩიტიძის თქმით, მარკ რუტეს აშფოთებს საქართველოში არსებული დემოკრატიული ვითარება.
„ის, რომ საქართვლოს ჰყავს 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი, ოპოზიციის ლიდერები არიან ციხეში, როდესაც იკრძალება, პოლიტიკური პარტიები. არასამთავრობოებს დაუყადაღეს ანგარიშები, ჩემი მოსაზრებით, სწორედ ეს შეიძლება აწუხებდეს მარკ რუტეს." - ამბობს ანალიტიკოსი.
დასმულ კითხვაზე, ეთანხმებით თუ არა მარკ რუტეს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთში უკეთესი ვითარებაა, ვიდრე საქართველოში - ნიკა ჩიტიძე ამბობს, რომ აზერბაჯანზე მარკ რუტეს არ უთქვამს, რომ იქ ადამიანის უფლებები არის იდიალური.
„დასავლეთი აღიარებს აზერბაიჯანს როგორც არადემოკრატიულ ქვეყანას, თუმცა, წინ არის აზერბაიჯანი იმით, რომ აზერბაიჯანს აღდგენილი აქვს ტერიტორიული მთლიანობა, მისი მთლიანი შიდა პროდუქტი არის 70 მილიარდი დოლარზე მეტი. მუშაობს, რომ სომხეთთან იყოს გაფორმებული სამშვიდობო ხელშეკრულება.
სომხეთმა დაკარგა კონტროლი ყარაბაღზე, მაგრამ მიილტვის ევროპის სტრუქტურებში. სომხეთში საქართველოზე უკეთესი მდგომარეობაა.„- განაცხადა ჩიტაძემ.
მისი თქმით, საქართველო არა მარტო დემოკრატიას, ევროკავშირს და ნატოს შორდება,არამედ, ისმის კითხვა- ვართ თუ არა საერთოდ სახელმწიფო.
1
0