19/11/2024
16:52
მსოფლიო
მარკ რუტემ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობაზე რადმილა შეკერინსკა დანიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს პრესსამსახური ავრცელებს.
„მოხარული ვარ, რომ გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობაზე რადმილა შეკერინსკას დანიშვნის შესახებ გამოვაცხადო. მას ნატო-ს ნამდვილად სჯერა, იცის, რა სამუშაოა საჭირო ალიანსში გაწევრიანებისთვის და რას ნიშნავს იყო სრულუფლებიანი წევრი. მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ.
რადმილა შეკერინსკას წარსულში ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში ჩრდილოეთ მაკედონიის ვიცე-პრემიერის თანამდებობა ეკავა. ასევე, 2017-2022 წლებში ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრი იყო და აღნიშნულ თანამდებობაზე მისი ყოფნისას ქვეყანა ნატო-ს წევრი გახდა.
რადმილა შეკერინსკა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობას მიმდინარე წლის ბოლოდან დაიკავებს.
0
0