
მიგვაჩნია, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობის გაგრძელება მიზანშეწონილია. უმჯობესია, ურთიერთობა გავაგრძელოთ და გვქონდეს ეს საშუალება საკითხების განსახილველად, ვიდრე სრულად გავწყვიტოთ ურთიერთობა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.
რუტეს თქმით, საქართველოს საკითხზე ევროკავშირთან მჭიდრო კოორდინაციას ახორციელებენ.
ნატო-ს გენერალურ მდივანს დაუსვეს კითხვა, „რა შეიცვალა საქართველოსთან ნატო-ს ურთიერთობაში 2024 წლის არჩევნების შემდეგ, ასევე, როგორ აფასებს ნატო საქართველოში მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ მიღებულ კანონებს, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებებს?“.
„ნატო-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ ამ ურთიერთობის გაგრძელება მიზანშეწონილია. თუმცა, რა თქმა უნდა, უნდა ვაღიაროთ ბოლო პერიოდის განვითარებებიც – სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს უფრო პროევროპულ, მომავალზე ორიენტირებულ კურსს, მათ შორის უზრუნველყოს, რომ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით, გაგრძელდეს ის ტრაექტორია, რომელზეც საქართველო იმყოფებოდა. ამ მხრივ, ამჟამად სერიოზული შეშფოთება არსებობს. ჩვენ გვაქვს დიალოგი, განხილვა, მაგრამ დავიკავეთ პოზიცია, რომ უმჯობესია, ურთიერთობა გავაგრძელოთ და გვქონდეს ეს საშუალება საკითხების განსახილველად, ვიდრე ვთქვათ — არ მოგვწონს და ურთიერთობა სრულად გავწყვიტოთ“, – აღნიშნა მარკ რუტემ.
0
0