02/03/2026
23:30

ნატოს ირანთან ომში ჩართვის აბსოლუტურად არავითარი გეგმა არ აქვს, - განაცხადა სამხედრო ალიანსის გენერალურმა მდივანმა, თუმცა მან დადებითად შეაფასა აშშ-ისა და ისრაელის ქმედებები. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
გერმანულ ტელეკომპანია ARD-სთან ინტერვიუში, მარკ რუტემ აშშ-ისა და ისრაელის ოპერაცია შეაფასა, როგორც „ნამდვილად მნიშვნელოვანი“.
„ეს არის ირანის შესაძლებლობების მოსპობა და დეგრადაცია, რათა მან ვერ ჩაიგდოს ხელში ბირთვული პოტენციალი და ბალისტიკური სარაკეტო შესაძლებლობები“, - განუცხადა მან ARD-ს.
თუმცა, მანვე დასძინა, რომ „აბსოლუტურად არავითარი გეგმა არ არსებობს იმისა, რომ ნატო ამაში ჩაითრიონ ან მისი ნაწილი გახდეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცალკეული მოკავშირეები აკეთებენ ყველაფერს, რათა ხელი შეუწყონ იმას, რასაც ამერიკელები ისრაელთან ერთად ახორციელებენ“.
0
0