
ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივა, იარაღის საკითხში უკრაინის მხარდაჭერის გაზრდის შესახებ, ძალიან მნიშვნელოვანია.
ამის შესახებ რუტემ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ეს მართლაც მნიშვნელოვანია. გასულ ხუთშაბათს პრეზიდენტმა ტრამპმა დამირეკა. მან მითხრა: „მარკ, ჩვენ ნამდვილად გვინდა გავზარდოთ უკრაინის მხარდაჭერა იარაღის საკითხში“. ეს მნიშვნელოვანია. ასე რომ, დღეს, თუ პეკინში, დელიში ან ბრაზილიაში ხართ და იცით, რომ ეს თქვენთან ხდება, შეიძლება დაგჭირდეთ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირება და თქმა: „მეგობარო, ჩვენ კვლავ ვყიდულობთ თქვენგან ნივთებს, მაგრამ სერიოზულად უნდა მოეკიდოთ ამ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავზარალდებით ამ მეორადი სანქციებით, რომლებიც პირდაპირ გავლენას მოახდენს რუსეთზე“. ეს მართლაც მნიშვნელოვანია და ჭკვიანურად არის შექმნილი პრეზიდენტის მიერ. დღეს პუტინი ამერიკის პრეზიდენტისა და ევროპელებისგან ისმენს, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინა მაქსიმალურად ძლიერი იყოს, როდესაც სამშვიდობო შეთანხმებები იქნება მიღწეული“,-განაცხადა რუტემ.
0
0