
უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა მარიუპოლიდან სურათები გამოაქვეყნეს, სადაც ნაჩვენებია "ოკუპანტების" მიერ საბჭოთა პერიოდის ძეგლების აღდგენითი სამუშაოების მსვლელობა.
პარასკევს, ქალაქის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრუშჩენკომ ახალი ფოტოები გაავრცელა და თქვა, რომ "ბოლო დღეებში საბჭოთა პერიოდის ყველა ძეგლი "აღდგენილია": ე.წ. "მუშტები" მარადიული ცეცხლით, აბრები რუსულ ენაზე წარწერით - "ფაშიზმის მსხვერპლთათვის", [ასევე] ძეგლი "კომკავშირის წევრები და კომუნისტები" პრიმორსკის რაიონში."
სამხრეთ-აღმოსავლეთით, საპორტო ქალაქი რამდენიმე კვირის განმავლობაში ალყაშემორტყმული იყო, ახლა კი ძალისხმევა მიმართულია აზოვსტალის ფოლადის ქარხნისკენ. ხუთშაბათს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული სამხედრო ძალები ქარხნის დაბომბვას „არ წყვეტენ“.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის თქმით, მიმდინარეობს ქარხნის ევაკუაცია, რადგან შენობაში მშვიდობიანი მოქალაქეები და ჯარისკაცები ჩაკეტილნი რჩებიან. 300-ზე მეტი ევაკუირებული მოქალაქე მარიუპოლის რაიონიდან, ოთხშაბათს, ქალაქ ზაპორიჟიაში გადაიყვანეს.
მერის მრჩეველი ანდრუშჩენკო, რომელიც მარიუპოლში არ იმყოფება, ამბობს, რომ ოკუპანტებმა რუსეთის დროშა ასევე ქალაქის საავადმყოფოს შენობაზე აღმართეს.
„ოკუპანტებმა ექიმებს მარიუპოლის მოსახლეობისთვის მუშაობის საშუალება მისცეს. სამედიცინო პერსონალი და ექიმები საავადმყოფოშივე ცხოვრობენ, პაციენტებს მხოლოდ ამბულატორიული მკურნალობა უტარდებათ. ჰოსპიტალს დენი გენერატორებით, წყალი კი - წყალგამტარებით მიეწოდება“.
ანდრუშჩენკომ ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც გადაღებულია მანქანიდან Prospect Myru-ზე და ნამსხვრევების შეგროვებას ასახავს. სხვა უკრაინელი ოფიციალური პირების მსგავსად, ანდრუშჩენკო ამტკიცებს, რომ "ნანგრევებიდან გვამების ამოღების სამუშაოები მარიუპოლის მაცხოვრებლებს ევალებათ. მათ ფულადი ანაზღაურების ნაცვლად საკვებს აძლევენ".
0
0
თეთრიწყაროში მამაკაცი დაჭრეს
20/08/2025