
ამასთან უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა ცეცხლი გახსნეს სუმში საცხოვრებელი სახლების მიმართულებით, თავდასხმას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინტენსიური ავიაიერიშები იყო ხარკოვსა და ჩერნიგოვში. ხარკოვში ჭურვი მოხვდა ფიზიკის ინსტიტუტის შენობას სადაც არსებობს მოწყობილობები, რომელთა დაზიანებაც გამოიწვევს გარემოს რადიაციულ დაბინძურებას.
ცალკეულ დასახლებულ პუნქტებში, რომლებზე კონტროლიც რუსულმა ჯარმა დროებით დაამყარა, აგრესორი არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, ტყვედ აჰყავს და აწამებს ადგილობრივ მოსახლეობას - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
"უკრაინის თავდაცვის ძალები იგერიებენ და აფერხებენ რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევას ყველა მიმართულებით. დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქტიურ მუშაობას იწყებს რუსული აგრესიული პროპაგანდა. პრორუსული გზავნილების გავრცელებით ოკუპანტები ცდილობენ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებას მიაღწიონ. უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებთან შეტაკების დროს, რომელიც გრძელდება ჩერნიგოვის რეგიონში, დამპყრობლები კვლავ განიცდიან მნიშვნელოვან ზარალს. შედეგად ამ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების პირადი შემადგენლობა დემორალიზებულია და ტყვედ აიყვანეს. ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში მტერი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალს არღვევს, ძარცვავს და კლავს სამოქალაქო პირებს," - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელი
უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი ჰუმანიტარული დერეფნების ახალი მარშრუტების შესახებ იტყობინება:
“გაცნობებთ ჰუმანიტარული დერეფნების ახალი მარშრუტების შესახებ. შესრულდება რეისები მარიუპოლიდან, პოლოგიდან და ენერგოდარიდან ზაპოროჟიეს მიმართულებით; ვოლნოვახადან პოკროვსკის მიმართულებით; იზიუმიდან ლოზოვაიას მიმართულებით; ბუჩადან და მიკულიჩინიდან კიევის მიმართულებით; ანდრეევკადან, მაკაროვიდან და ბოროდიანკადან ჟიტომირის მიმართულებით. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვმუშაობთ ჰუმანიტარული დერეფნების ახალ მარშრუტებზე, რომლის დახმარებითაც მედიკამენტები, წყალი და სხვა საჭირო პროდუქტები მიეწოდებათ ხერსონს, ხარკოვსა და სხვა რეგიონებს, სადაც ეს ყველაზე მეტადაა საჭირო,” - აცხადებს ირინა ვერეშჩუკი
0
0