
უკრაინელი ფოტოგრაფი ევგენი მალოლეტკა მსოფლიო პრესის ფოტო 2023-ის (World Press Photo) ჯილდოს მფლობელი გახდა. მან გადაიღო სურათი, სადაც ჩანს, როგორ მიჰყავთ გადაუდებელი დახმარების მუშაკებს ორსული ქალი მარიუპოლის სამშობიარო სახლის განადგურებულ ტერიტორიაზე.
Associated Press-ის ფოტოგრაფმა სურათი 2022 წლის 9 მარტს გადაიღო. უკრაინელი დასისხლიანებული ორსული ქალი მკაფიოდ ასახავს ომის დასაწყისში, აღმოსავლეთ საპორტო ქალაქზე რუსული არმიის თავდასხმის სისასტიკეს.
32 წლის ქალი, ირინა კალინინა, ჭრილობების შედეგად, მშობიარობიდან ნახევარ საათში გარდაიცვალა. დაიღუპა ჩვილიც, სახელად მირონი.
„მინდა, ეს მომენტი სამუდამოდ დავივიწყო, მაგრამ არ შემიძლია. ეს ამბავი ყოველთვის ჩემს მეხსიერებაში დარჩება", - თქვა მალოლეტკამ ინტერვიუში.
"ევგენი მალოლეტკამ რუსეთ-უკრაინის ომის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სურათი წარმოუდგენლად რთული გარემოებების ფონზე გადაიღო. მისი უზომო გამბედაობა რომ არა, ცოტა რამ იქნებოდა ცნობილი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი თავდასხმის შესახებ. ჩვენ ის გვეამაყება", - თქვა AP-ის მთავარმა რედაქტორმა, ჯული პეისმა.
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025