
საფრანგეთის პოლიციამ 76 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც მარინ ლე პენის საქმის მოსამართლეს, პარიზის სასამართლოს თავმჯდომარეს, ბენედიქტ დე პერტუის სოციალურ ქსელში ემუქრებოდა. ინფორმაციას le figaro ავრცელებს.
მედიის ცნობით, მამაკაცი პოლიციამ 8 აპრილს დააკავა, ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
76 წლის მამაკაცმა, სოციალურ ქსელ X-ზე გილიოტინის ფოტო გაავრცელა წარწერით - "აი რისი ღირსია ეს ბ**ი".
პროკურატურის განმარტებით, მამაკაცი დაკავებულია "მკვლელობის მუქარის ან ქონების დაზიანების მუქარისთვის, რომელიც სახიფათოა სამშვიდობო მართლმსაჯულების წარმომადგენლებისთვის ან ნაფიც მსაჯულისთვის“, ასევე "უპატივცემლობისთვის სიტყვით, წერილით ან ფოტოთი, რომელიც მიმართულია მოსამართლის ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს".
0
0