11/08/2023
19:09
ეკონომიკა
კომპანია "ნიუ სითი დეველოპმენტმა" ლაგუნა ვერეს გარდა, მიმდებარე ტერიტორიაც შეისყიდა, სადაც ე.წ ცათამბჯენების მშენებლობა იგეგმება და ასევე, იპოდრომის ნაწილიც - ამის შესახებ bpn.ge “ფორმულაზე” დაყრდნობით წერს.
მათივე მოპოვებული დოკუმენტით, იპოდრომის ტერიტორიაზე საუბარია დაახლოებით 70 000 კვადრატულ მეტრზე, საიდანაც 10 000 კვადრატული მეტრი უკვე კომპანიის საკუთრებაშია, დამატებითი ტერიტორიების გადაფორმება კი სავარაუდოდ მომდევნო საათებში მოხდება. “ნიუ სითი დეველოპმენტის” მოთხოვნა უკვე საჯარო რეესტრშია.
აღნიშნული ტერიტორიები აქამდე "ქართუ ფონდის" მფლობელობაში იყო.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერიდან კი ირკვევა, რომ 12 665 კვ.მ-ის ფართობის ტერიტორია “ნეო სითი დეველოპმენტის” საკუთრებაში ოფიციალურად 2023 წლის 10 აგვისტოდან გადავიდა.
შესყიდვის წინარე ხელშეკრულება კი 7 აგვისტოს არის გაფორმებული.
ახალი მფლობელი კი “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი მარიკა ვერულაშვილია.
ამასთან, როგორც “ნეტგაზეთი” წერს, საჯარო რეესტრში იძებნება რამდენიმე განცხადება მიწის 4 ნაკვეთზე, აქედან სამზე განაცხადი მიღებულია, ერთზე კი სარეგისტრაციო წარმოება უკვე დასრულდა. ამ ადგილს მანამდე „ქართუ“ ფლობდა, ახლა კი ეს ნაკვეთებიც „ნეო სითი დეველოპმენტის“ საკუთრებაში გადადის.
ოთხივე ეს ნაკვეთი თამარაშვილის N13-შია, ანუ იპოდრომის მიმდებარე ტეტირორიაზე.
“თავად „შპს ნეო სითი დეველოპმენტს“, მისი 100%-იანი წილის მფლობელი მარიკა ვერულაშვილია. ვერულაშვილი 2004-2016 წლებში პარლმენტის დეპუტატი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით ორჯერ, ერთხელ კი მაჟორიტარულით. მან პარტია 2012 წლის არჩევნებით ხელისუფლების შეცვლიდან მალევე დატოვა.” - წერს “ნეტგაზეთი”.
0
0