06/04/2024
12:00
სპორტი
ინგლისის ქალაქი ნიუკასლი 8 ივნისს PFL EUROPE-ის ღონისძიებას უმასპინძლებს, სადაც ქართველი მებრძოლი მარიამ ტორჩინავა იჩხუბებს. მარიამს კარიერაში 11 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 9 მოიგო და ორ ბრძოლაში დამარცხდა. ტორჩინავას ბოლო 5 ბრძოლიდან ხუთივე მოგებული აქვს.
ტორჩინავა საპლეიოფო სისტემაში ჩაერთვება, მის წონაში კიდევ 7 მებრძოლი იჩხუბებს. მარიამს ჩემპიონობისთვის სამი ბრძოლის მოგება დასჭირდება. მარიამის მეტოქე ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ვიცით იმ სამი გოგონას ვინაობა, რომელებიც მარიამთან ერთად ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ: ინგლისელი შანელ დაიერი (4-0), ინგლისელი სემი ჯო ლუქსტონი (2-0) და ნიდერლანდელი ლიზი ხევერსი (3-1).
მარიამი ნიუკასლში 8 ივნისს იჩხუბებს. მისი მეტოქეც მალე გაირკვევა. PFL ექვსი წლის წინ დაარსდა, მათ 2023 წლის ნოემბერში ორგანიზაცია ბელატორი შეიძინეს, სადაც ქართველი მებრძოლი ლევან ჩოხელი ასპარეზობდა. გეტყვით, რომ PFL-თან კონტრაქტი ფრენსის ნგანუსაც აკავშირებს, რომლის ჩხუბიც ამ ორგანიზაციაში მალე უნდა ვიხილოთ.
0
0