
შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთაგან ერთ-ერთი მარიამ მაისურაძეა, - ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველბა, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი, კარგი მეგობარი და ადამიანი, მარიამ მაისურაძე, რომლის ოცნებები და მომავალი მისსავე საყვარელ, რაჭის მთებში დარჩა. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუნდეტური თვითმმართველობა ღრმა მწუხარებას გამოვთქვათ და ვუსამძიმრეთ მარიამისა და ყველა გარდაცვლილის ოჯახს." წერს თვითმმართველობა.
მარიამ მაისურაძესთან ერთად, იდენტიფიცირებულია მისი დედის, 49 წლის შორენა ბიჭაშვილის ცხედარიც. ინფორმაციას "ინფო რუსთავს" გარდაცვლილი ქალის მეუღლე უდასტურებს:
"ჩემი გოგოსა და ჩემი მეუღლის დნმ-ის ანალიზი ემთხვევა. ჩემ გოგოს შენარჩუნებული აქვს ყველაფერი და მილიონი პროცენტით ვიცი რომ ჩემია. ასე, რომ ჩემი გოგო და მეუღლე ნაპოვნი მყავს, მიცვალებულები, რა თქმა უნდა. ვეძებ ბიჭს", - განუცხადა "ინფო რუსთავს" დავით მაისურაძემ.
სტიქიის ზონაში ამ დრომდე ეძებენ მაისურაძეების ოჯახის კიდევ ერთ წევრს - კოტე მაისურაძეს.
0
0