30/11/2024
01:06
საზოგადოება
მარიამი გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წუთას არის სტაბილური, - ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა მედიასთან განაცხადა.
მისივე თქმით, მარიამ გაფრინდაშვილს ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა, მოხდა გაკერვა, ახლა კი მიმდინარეობს მაღალტექნოლოგიური კვლევები.
„ჩაუტარდა ჭრილობას პირველადი დამუშავება. მას ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა მარჯვენა შუბლის არეში. მოხდა ჭრილობის დამუშავება, გაკერვა. ახლა მიმდინარეობს მაღალტექნოლოგიური, რადიოლოგიური კვლევები. ამ მომენტისთვის თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს, სხვა რაიმე ჩივილები არ აქვს. მოძრაობის სიფართე კიდურებში თანაბარია, ნევროლოგიური გასინჯვით მას სხვა არანაირი დაზიანება არ აქვს ამ ეტაპისთვის.
ჩივილების მიხედვით, იგი უჩივის მსუბუქ თავბრუსხვევას, თავის ტკივილს. ალბათ, უმჯობესია, რომ მეთვალყურეობის მიზნით დარჩეს კლინიკაში. თუ თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე არ იქნება დაზიანება, 24 საათის შემდეგ შეუძლია დატოვოს კლინიკა“, - განაცხადა ექიმმა.
0
0