
ესტონელი პოლიტიკოსის, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას პარტიამ Estii 200 ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში 1,7% მიიღო. პარტიის ლიდერმა კრისტინა კალასმა აღნიშნა, რომ ეს შედეგი „იმაზე უკეთესია, ვიდრე პარტიაში ელოდნენ“ და აქცენტი კონკრეტულ რაიონებში მიღწეულ შედეგებზე გააკეთა.
„ტალინში 1.2%-ს გვიწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ჩვენ ამაზე ბევრად უკეთესი შედეგი ვაჩვენეთ. ტარტუში გვიწინასწარმეტყველებდნენ, რომ ბარიერს ქვემოთ დავრჩებოდით, თუმცა ჩვენ იქ ეს ბარიერი გადავლახეთ. ტარტუში ასევე პოტენციური კოალიციური პარტნიორები ვართ. ასე რომ, არც თუ ისე ცუდი შედეგი ვაჩვენეთ“, - განაცხადა მან.
ყველაზე მეტი ხმა - 24% დამოუკიდებელმა ამომრჩეველთა კავშირებმა მიიღეს, მეორე ადგილზე კი ცენტრისტული პარტია გავიდა, 21%-ით. მესამე პოზიციაზე ხმათა 18.6%-ით პარტია „ისამაა“ გავიდა.
0
0