გუშინ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა საქართველოს ეწვია და მისმა საქციელმა დიდი კითხვის ნიშნები დატოვა, - განუცხადა ესტონელმა დეპუტატმა, ლაური ლაატსმა [ესტონეთის ცენტრისტული პარტია] ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, კაია კალასს პარლამენტში გამართული დებატების დროს.
„ვგულისხმობ სიტუაციას, როდესაც სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იქნება ის საქართველოდან თუ, მაგალითად, ფინეთიდან, უნდა გამოთქვას თავისი აზრი ოპოზიციის აქციაზე კაია კალასის მთავრობის ქმედებების წინააღმდეგ. როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს ამაზე? მაინტერესებს, საგარეო საქმეთა მინისტრმა წინასწარ განიხილა მთავრობაში საქართველოში ვიზიტის დროს მიტინგზე გამოცხადების გეგმა, თუ ეს სპონტანური ქმედება იყო? [...] შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთან მაქვს პირადი და ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და იმედი მაქვს, რომ მათი კურსი ევროპისკენ გაგრძელდება. მოგეხსენებათ, თქვენმა თანაპარტიელმ, თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა განაცხადა, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნები განსაზღვრავს მთავრობასა და პარლამენტს“, - აღნიშნა ლაური ლაატსმა.
„2008 წლიდან ესტონეთი დაუღალავად უჭერს მხარს საქართველოს ხალხისა და მთავრობის მისწრაფებებს, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი. ესტონეთი მუშაობდა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე. ესტონეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი“, - განაცხადა მან.
0
0