11/04/2023
11:14
პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩის საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის თქმით, კოლეგებისგან აქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს მედია ზეწოლის ქვეშაა. ამის შესახებ მან რეგიონული მაუწყებლებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"მედიის თავისუფლება უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც ჩვენ, როგორც ევროკავშირი, მხარს ვუჭერთ. რაც შეეხება საქართველოში მედიის თავისუფლებას, სადაც მიწევს სიტყვით გამოსვლა, ნებისმიერ ადგილას, მრავალ კამერასა და მიკროფონს ვხედავ. ეს მაფიქრებინებს, რომ საქართველოში არის აქტიური მედია-გარემო.
თუმცა მე ასევე მაქვს ინფორმაცია ჩემი კოლეგებისგან, რომ მედია ზეწოლის ქვეშ არის. ეს არის მუდმივი ბრძოლა განსაკუთრებით მცირე მედიაორგანიზაციებისთვის, ასევე ფინანსურადაც, რათა მათ შეძლონ გააგრძელონ არსებობა მედიაბაზარზე. იმედი მაქვს, ეს ასეც იქნება, რადგან თავისუფალი, აქტიური მედიაგარემო დემოკრატიისთვის აუცილებელ პირობაა", - განაცხადა ელჩმა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილასბ 27 სახელმწიფო ერთსულოვნად მიიღებს, ეს ნიშნავს, რომ თითოეული წევრი ქვეყანა დარწმუნებული უნდა იყოს საქართველოსთვის მხარდაჭერაში.
0
0