14/11/2022
12:27
პოლიტიკა
10 კაცს ვერ შეკრებს თავის დაბადების დღეზე მანჯგალაძე, შეიძლება გუგავა მივიდეს მარტო, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური აქციების თაობაზე "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას.
ღუდუშაური მანჯგალაძეს ურჩევს, მის დაბადების დღეზე 100 ადამიანი შეკრიბოს და შემდეგ ისაუბროს აქციებზე.
„კარგი ძმაო, „რახამც“ შენ იტყვითქო. ჯერ პაატა მანჯგალაძე ვინ არის და მისი დაძახებული ასი ათასი კი არა... პაატა მანჯგალაძეს გადაეცით, რომ 100 კაცი თავის დაბადების დღეზე რესტორანში შეკრიბოს და მერე დაუძახოს ხალხს და მერე გააკეთოს აქცია", - განაცხადა ღუდუშაურმა.
ცნობისათვის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, როცა აშკარა გახდება, რომ "ქართული ოცნების" გამო კანდიდატის სტატუსს ქვეყანა ვერ იღებს, ასი ათასობით ადამიანი ქუჩაში უნდა გამოვიდეს.
0
0