09/01/2025
22:26
მსოფლიო
სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში ავტომობილის გატაცების ბრალდებით ხუთი პირი, მათ შორის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ნელსონ მანდელას შვილიშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას TimesLIVE ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეჭვმიტანილები იმ სახლის მიმდებარედ დააკავეს, რომელიც ადრე, ნელსონ მანდელას საკუთრებაში იყო.
იოჰანესბურგის პოლიციის დეპარტამენტის სპიკერის, სუფტ ქსოლანი ფილას განცხადებით, შეტყობინება მიიღეს თეთრი ფერის Toyota Corolla ადგილმდებარეობის შესახებ.
„აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, ოფიცრები გაემართნენ მისამართზე იმ რეზიდენციაში, რომელიც ადრე, ყოფილ პრეზიდენტ ნელსონ მანდელას ეკუთვნოდა. შენობაში შესვლისას, მათ გატაცებული ავტომობილი აღმოაჩინეს და დააკავეს ხუთი პირი - ოთხი კაცი და ერთი ქალი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
არსებული ცნობით, ჩხრეკის შედეგად, სახლიდან უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღიც ამოიღეს.
პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, ქალი ქირაობს, რომელიც ეჭვმიტანილ მამაკაცებს იცნობს.
„ხუთივე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ მოპარული ავტომობილისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის მუხლებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
0
0