03/10/2021
10:38
სხვადასხვა
“ამ წამს დავდე “გირჩის” და საარჩევნო რეკლამა! ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ?! დაუკითხავად ვინ მოგცათ უფლება, რომ აიღეთ ჩემი ნამღერი?! თუ სულ თავს გახვედით?! ჯერ ერთი მე ვარ გერმანიის მოქალაქე და არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მაქვს! კიდევაც რომ მქონდეს, რა უფლებით იღებთ ჩემ ნამღერს და ადებთ თქვენს კლიპს?! იცოდეთ რომ ძალიან გამაბრაზეთ და ამას ასე არ დავტოვებ! ე. ი. უნდა იფიქრონ, რომ მე თქვენ გაძლევთ ხმას! ესაა ტყუილი და ამისთვის პასუხი უნდა აგოთ! ყველანაირი სინდისი და სირცხვილი დაკარგეთ? თუ გაგიგიათ სიტყვა – ღირსება?“, – წერს მანანა მენაბდე.
მომღერალს “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ უპასუხა. მან სთხოვა დაეკონკრეტებინა, რომ საუბარი არა “გირჩზე”, არამედ ზურა ჯაფარიძის “გირჩი – მეტი თავისუფლებაზე მიმდინარეობდა.
“ერთი ნახეთ “გირჩის” წარმომადგენელი რას მწერს! ხომ გადაირევა ადამიანი:
ქალბატონო მანანა, დიდი პატივისცემით თქვენთან. “გირჩის” არაა ეს კლიპი, არის ზურაბ ჯაფარიძის გირჩის დღეს არჩევნების დღეა და ნუ შევიყვანთ ამომრჩეველს შეცდომაში, ჩვენ არაფერ შუაში ვართ და ვზიანდებით. ან თუ შეიძლება რომ დააკორექტიროთ პოსტი. ბოდიშით რომ ამ ორ სახელიანობაში გაგრიეთ, მაგრამ ჩვენი ბრალი არაა, ისევე როგორც თქვენი სიმღერის გამოყენებაში არ მიგვიძღვის წვლილი. აქვე როგორც მსმენელისგან მიიღეთ ჩემი სიმპათიები. სიამოვნებით გამოვიყენებდით თქვენს სიმღერას ჩვენს კლიპში, მაგრამ არ გამოგვიყენებია. სხვა გირჩია ის., – მიწერა იაგო ხვიჩიამ მანანა მენაბდეს.
თავის მხრივ მომღერალმა საჯარო პაუხი გასცა დეპუტატს და განაცხადა, რომ ამ საკითხებში უკეთ ადვოკატი გაერკვევა და სამართლებრივ პასუხსაც მოითხოვს.
“გირჩის” წარმომადგენელს ვინმე ლაგო ხვიჩიას ჩემი პასუხი : გთხოვთ ჩემთან ნუ იკამათებთ! ვინ “ზიანდება” კარგად ვხედავ ამას. თქვენი აზრით, მე უნდა “ვარჩიო” თურმე ვინ დგას ამის უკან და მე შემყავს “შეცდომაში” ხალხი?! როგორ კადრულობთ ამის თქმას, თან საჯაროდ?! ეს მე უნდა “ვარკვიო” გირჩია თუ მუხლის ფოთოლი?! ჯერ ამდენი ტაქტიც არ გაქვთ, რომ ამას მწერთ! და თან “რჩევას მაძლევთ” ბრავო თქვენ! რჩევა იმისთვის მიგეცათ, ვინ ეს გააკეთა! ყველამ მოისმინა და ყველას აქვს ყურები. დაგელაპარაკებათ ადვოკატი და იმასთან არკვიეთ ეს ყველაფერი! გთხოვთ, მე აღარ მომმართოთ არანაირი არც თხოვნით და არც კომენტარით!
ადვოკატი ყველაფერს გაარკვევს. თუ არ არის “გირჩი” ვიღაც ხომ არის? “ბუჩქი” მაგალითად! ჰოდა მოვთხოვოთ პასუხს!“, – წერს მანანა მენაბდე.
0
0